ველოდებით, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7%-ით გაიზრდება – ვახტანგ ცინცაძე

დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები – პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც 2021-2022 წლებში ფიქსირდებოდა და ჩვენ ველოდებით, რომ 2023 წელს, საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7% – ით გაიზრდება, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ “საქსტატის“ მიერ 2023 წლის ნოემბრის თვის ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი.
მინისტრის მოადგილის თქმით, იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, საინფორმაციო კომუნიკაციების და საბანკო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა.
“ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, ასევე საქონლის ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წელი კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენციებით გაგრძელდება და ის დადებითი დინამიკა, რომელიც, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, შენარჩუნდება და გაგრძელდება,“ – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი

პრო-დასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტი-აღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც “პროდასაბმელი” ოპოზიციის ნაწილიც აყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში