ბექა კობახიძე: ვინც ნაზი შამანაურს ის ამბავი დამართა, არათუ პასუხი არასდროს უგია, არამედ სისტემურად ახლაც ხელისუფლებაშია

“Nino Datashvili ციხეშია, მზია ამაღლობელი ციხეშია, ცხოვრება კი გრძელდება.
რატომ? ჩვენ ხომ ნაზი შამანაურის ქუჩა გვაქვს დედაქალაქში?
კი გვაქვს, მაგრამ ვინც ნაზი შამანაურს ის ამბავი დამართა, არათუ პასუხი არასდროს უგია, არამედ სისტემურად ახლაც ხელისუფლებაშია.
ახლა არის მოსამართლე ბარბაქაძე, მაშინ იყვნენ ფსიქიატრები. კი, ის ფსიქიატრები ისევ ცოცხლები არიან და კარგადაც არიან. ჩემმა სტუდენტმა ინტერვიუს თხოვნით რომ დაურეკა, აქეთ ეჩხუბნენ. არათუ ლუსტრაცია არ მოხდა, 2022 წელს კგბ-ს არქივი დახურეს, რომ არაფერი ვნახოთ.
როგორც ნინო დათაშვილის და მზია ამაღლობელის ამბავი იცის ყველამ და ცხოვრება გრძელდება, ასე გრძელდებოდა ცხოვრება 1937 წელს. ჯერ არის “არ ვიცი”, მერე “მე არ მეხება”, მაგრამ გავა წლები და “რა კარგი ქალი იყო, ეს რა უქნეს…”
დავდივართ ქუჩებში, სადაც სიყალბე მეფობს. შიშიც არა – სიყალბე.
ამ ეტაპზე თუ ვერაფერს ვშვებით, ეს მაინც ვქნათ: სულ მინიმუმ, 2024 წლის აპრილიდან მოყოლებული, ძირის ძირამდე, ყველა დანაშაული აღირიცხოს, გაკეთდეს ცხელი ხაზი, ონლაინ პლატფორმა, შეიქმნას სარეგისტრაციო ფორმები. ვისაც თუნდაც ერთხელ დაურეკეს და აგინეს, ვინც სამსახურიდან უკანონოდ გამოუშვეს, ვინც ცემეს, ვინც დაიჭირეს, დააშინეს; ვინც უკანონოდ გამდიდრდა, ვისი ხელფასიც მოულოდნელად გასამმაგდა, ვინც მოულოდნელად ბინა მიიღო, ვინც ტროლ-ბოტ ქარხნებში მუშაობს და ყველა ის ხალხი, ვინც ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულით ჭამს პურს, მდიდრდება და ფეხებზე კიდია. ზოგის სიჩუმე იყიდეს და ზოგის ქმედება. ვისი იმედიც გვქონდა, უფასოდ არავინ გვიღალატა, ყველამ რაღაც აიღო. აი ეს, ოდესმე, ყველაზე რიგით შემსრულებლის დონემდე უნდა გასაჯაროვდეს, უნდა გამოვიძიოთ. სჯობს ეს ვქნათ, ვიდრე უსასრულოდ გვყავდეს ნაზი შამანაურები, ნინო დათაშვილები, მზია ამაღლობელები.
Godi Pruidze სოლიდარობა, პატივისცემა, მადლობა და ბოდიში ამ ყველაფრისთვის…” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ