დონალდ ტრამპს მეინის შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა

მეინის შტატის სახელმწიფო მდივანმა, შენნა ბელოუსმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
შენნა ბელოუსის განცხადებით, ტრამპი უფლებამოსილი არ არის არჩევნებში კენჭი იყაროს იმის გამო, რომ მისმა ქმედებებმა 2021 წელს აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმი გამოიწვია.
34-გვერდიან გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი უნდა მოიხსნას მაინის კენჭისყრიდან აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების გამო, რომელიც ამბოხებაში ჩართულ პირს თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.
„რამდენიმე თვის განმავლობაში და 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპი იყენებდა ცრუ ნარატივს არჩევნების გაყალბების შესახებ, რათა წაეხალისებინა თავისი მხარდამჭერები და მიემართა ისინი კაპიტოლიუმისკენ“, – აცხადებს შენნა ბელოუსი.
ეს გადაწყვეტილება მეინს აქცევს აშშ-ის მეორე შტატად კოლორადოს შემდეგ, რომელიც ტრამპს პრეზიდენტის პოსტის კიდევ ერთხელ დაკავების უფლებას არ აძლევს.
ცნობისათვის, აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ რატიფიცირებულ მე-14 შესწორებაში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირებს, რომლებიც ფიცს დებენ კონსტიტუციის წინაშე, ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება, თუ ამბოხებაში მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, ეგონა, დააკავებდნენ, რადგან დანაშაულის დღეს რიკაძე მისი სახლიდან წავიდა – რატომ არ განაცხადა პოლიციაში, პასუხი იყო, ბიჭებმა იჩხუბეს, რაც ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა და არ იცოდა, თუ გარდაცვალება მოყვებოდა

კობა კობალაძე – ვერ შევეგუებით აზრს, რომ ვიღაცის ბოდიალის გულისთვის გამოვიდეთ მკვლელები – აინტერესებდათ, საბრძოლო მოქმედებების დროს გვქონდა თუ არა შემხებლობა გიორგი ბარამიძესთან, რომელ პოზიციებში გამოირჩა სიჩაუქით და თავგანწირვით