Newsweek: რუსეთის საჰაერო უპირატესობა უკრაინაში მალე დასრულდება

კიევის მხარდამჭერების მიერ დაპირებული ათობით თანამედროვე F-16 თვითმფრინავი უკრაინას ახალ შესაძლებლობებს მისცემს მოსკოვის საჰაერო უპირატესობა საფრთხის წინაშე დააყენოს.

„F-16 მისცემს უკრაინას საჭირო თავდაცვით და შეტევით შესაძლებლობებს“, – განუცხადა Newsweek-ს ჰააგის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსმა ფრედერიკ მერტენსმა.

„F-16-ების დიდი რაოდენობით მიწოდებამ უნდა მიანიჭოს უკრაინას საჰაერო უპირატესობა, რათა დაიცვას თავისი ფრონტის ხაზის უკრაინული ჯარები რუსული თავდასხმის შვეულმფრენებისა და ბომბებისგან“, – თქვა უკრაინის მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა დენიელ რაისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ