არსებობს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულებას – ირაკლი კობახიძე

თუ შეხედავთ იმ 9 პრიორიტეტს, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა და მას შეადარებთ 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც თავის დროზე, ორი წლის წინ წარმოგვიდგინეს, მოცულობით დაახლოებით იმის მეათედია, რაც იყო 12-პუნქტიანი, ანუ 9-პუნქტიანი მოცულობით ათჯერ ნაკლებია. შესაბამისად, ამ ამოცანის შესრულება ბევრად უფრო მარტივია, ნაკლებ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულების ნება და რესურსი გააჩნია. კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს შეუძლია ერთპარტიულად შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას.
“არსებობს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება 9 პრიორიტეტის შესრულებას. ჩვენ 12 პრიორიტეტის მაგალითზე უკვე დავამტკიცეთ რომ გვაქვს ნება და რესურსი, სათანადოდ შევასრულოთ პრიორიტეტები, რომლებსაც წარმოგვიდგენს ევროკავშირი, ასევე გავყვებით რა თქმა უნდა, 9 პრიორიტეტსაც. რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, მათი გადასწყვეტია. ჩვენ, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც შეგვიძლია ერთპარტიულად უზრუნველვყოთ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, შეგვიძლია მარტო, ოპოზიციის გარეშე ვიმუშაოთ. თუ ჩაერთვებიან, ეს არის მათი საქმე.” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე