უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის პრეზიდენტის და უნგრეთის პრემიერის შეხვედრის ორგანიზებისთვის. ანდრეი ერმაკი წერს, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან, სადაც სავარაუდოდ სწორედ ეს საკითხი განიხილეს:
“მე მქონდა პროდუქტიული სატელეფონო საუბარი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საუბრის შემდეგ [არგენტინაში]. ჩვენ ვმუშაობთ ორი ლიდერის შეხვედრის ორგანიზებაზე უახლოეს მომავალში.” – წერს ანდრეი ერმაკი.
I had a productive phone call with Minister of Foreign Affairs of 🇭🇺 Péter Szijjártó. As a follow-up to the conversation between 🇺🇦 President @ZelenskyyUa and Prime Minister of 🇭🇺 @PM_ViktorOrban, we are working to organize a meeting between the two leaders in the near future.— Andriy Yermak (@AndriyYermak) December 28, 2023