„აი, ამ ბალანდას რომ გაჭმევთ ქოცებს საკუთარი პარტია, ოდნავ თავმოყვარეობა მაინც არ გაქვთ?“ – ლევან ყურაშვილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ბლოგერი ლევან ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ესე იგი, ქოცები გვეუბნებიან, რომ:
2019 წლის 24 აგვისტოს, მაშინდელმა შს მინისტრმა გახარიამ ჩაიდინა საბოტაჟის აქტი, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციის დავალებით (318-ე და 319-ე მუხლები).
როგორც გომელაური და სხვები ამბობენ, მთელი მთავრობა წინააღმდეგი იყო თურმე, არ შეიძლებოდა იქ საგუშაგოს ჩადგმაო.
შედეგად, როგორც ვოლსკი ამბობს, დაიკარგა მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწა.
აქედან ზუსტად ორ კვირაში, ეს საბოტაჟნიკი და უცხოეთის სპეცსამსახურების აგენტი კაცი (როგორც თავად ამბობენ) დანიშნეს პრემიერ მინისტრად.
არამხოლოდ დანიშნეს, სუპერძალოვან მინისტრს ეძახდნენ და მთელი 2020-ის საარჩევნო კამპანია მასზე ააწყეს.
ასე გაგრძელდა წელიწადნახევარი, სანამ გახარია თვითონ არ გადადგა.
ახლა საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან, ეგო მერე გავიგეთ, საბოტაჟნიკი რომ იყოო, თორემ მაგას როგორ დავნიშნავდით, მაგას როგორ ვიკადრებდითო.
მიწის დაკარგვაც წელს გაიგეს ალბათ. შეიძლება, რომელიმე მინისტრის ცოლისთვის ტყის მოსაზომად იყვნენ ჩასულები და დახვდათ სიურპრიზი, რას გაიგებ…
პ.ს. აი, ამ ბალანდას რომ გაჭმევთ ქოცებს საკუთარი პარტია, ოდნავ თავმოყვარეობა მაინც არ გაქვთ, ბიჭო, კიდევ “ორმოზდაერთი” არ იძახოთ?! კარმუშკაზე ვინცაა, იმათზე არ ვამბობ, ცხადია.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე