მივესალმები ტარიფის ცვლილებას – ახალ საინვესტიციო გეგმაში საკმაოდ ამბიციური მიზნები გვაქვს გათვლილი – GWP-ის გენერალური დირექტორი ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე

GWP-ს გენერალური დირექტორის, ხოსე მიგელ სანტოსის განცხადებით, საინვესტიციო გეგმით, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდება, კომპანიას ამბიციური მიზნები აქვს.
“მივესალმები ახალი საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას მომდევნო წლისთვის, ასევე მივესალმები ტარიფის ცვლილებას. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ახალ საინვესტიციო გეგმაში საკმაოდ ამბიციური მიზნები გვაქვს გათვლილი. ეს მნიშვნელოვანი და კრიტიკული თანხაა საინვესტიციოდ, წყლის სადისტრიბუციო სისტემებისთვის. ეს დაგვეხმარება, განვაახლოთ რამდენიმე ასეული კილომეტრის მილები მომდევნო წლებში. ეს ასევე დაგვეხმარება, შევამციროთ მოხმარების დრო და რაოდენობა”, – განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად