მიხეილ სარჯველაძე – „ლელო“ წარმოადგენს იგივე ძალას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია – უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ნანგრევის პარტნიორი იქნება, ეს შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებების საგანი

„ლელო“ წარმოადგენს არა ალტერნატიულ, არამედ იგივე ძალას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია – უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ნანგრევის პარტნიორი იქნება, ეს შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებების საგანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა მ განუცხადა.
როგორც სარჯველაძემ ამ კონტექსტში განმარტა, პარტნიორობა ამ ორ პარტიას შორის აქამდეც არსებობდა და ახლაც არის.
“შესაბამისად, “ლელოს” მხრიდან არავითარ ალტერნატივაზე საუბარი არ არის. “ლელო” კარგად ხვდება, რომ საქართველოში “ნაციონალური მოძრაობა” უარყოფითი კონვერტაციის მატარებელია. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, სხვაგვარი შეფუთვით, მაგრამ იგივე შინაარსით წარდგნენ, რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ და მათგან მხარდაჭერა ასე მიიღონ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს