“მოღალატეობრივი ძალა, რომლის გასამართლების გარეშეც პოლარიზაცია არ დასრულდება და ქვეყანა წინ ვერ წავა” – “ხალხის ძალა” ენმ-ის გასამართლებას ითხოვს

“ხალხის ძალა” “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას ითხოვს. წინა ხელისუფლების შეცდომებზე, საზოგადოებრივმა მოძრაობამ, დღეს, სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. ევროსაბჭოს რეზოლუციას, ხელოვნურად შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულებს საოკუპაციო ხაზთან და მხოლოდ ლობისტების ინტერესების გათვალისწინებას – დეპუტატები “ნაცმოძრაობის” მთავარ დანაშაულად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია, ამ ოპოზიციური ძალის სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, ვერ დასრულდება.
საზოგადოებრივი მოძრაობის მტკიცებით, იმდროინდელი ხელისუფლების გონივრული ქმედების შემთხვევაში, ქვეყანას რუსეთთან ომისა და ოკუპაციის არიდება შეეძლო. კანონმდებლების აზრით, “ნაცმოძრაობა” ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დღესაც მოქმედებს, რისი მაგალითიც თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, გენშტაბის ყოფილი უფროსის დანიშვნაცაა. ზაზა გოგავას პერსონა, “ხალხის ძალისთვის”, აგვისტოს ომის მიზანმიმართული შეცდომების სიმბოლოა. მოძრაობა, ოპოზიციურ პარტიას, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, სთან და იმ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის გამოც აკრიტიკებს, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას”, სწორედ ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ.
ბრალდებებს, “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის პარტნიორ პარტიებში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში, დღეს, ამტკიცებდნენ, რომ 2008 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობამ, ქვეყნის დასაცავად ყველაფერი გააკეთა.
“ხალხის ძალის” მოთხოვნას, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ. მათი ნაწილისთვის, მსგავსი რიტორიკა მიუღებელია.
რუსეთთან ომის დროს, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე, მმართველ პარტიაში საუბრობენ. სახელისუფლებო გუნდში, დღეს, არც ის გამორიცხეს, რომ მაშინდელმა მთავრობამ, ს ინტერესების სასარგებლოდ, მიზანმიმართულად იმოქმედა.
“ხალხის ძალამ” განცხადება ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივი პასუხისგების შესახებ დღეს გაავრცელა. მოძრაობა პროცესის დაწყებას 2024 წლის არჩევნების შემდეგ აანონსებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს