“ბიუჯეტის 22,6% – 8,546 მილიონი ლარი განათლების სფეროზე დაიხარჯება“ – ავთანდილ თალაკვაძე

“2024 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 22,6% დაიხარჯება განათლების სფეროზე (8,546 მილიონი ლარი, გასულ წელთან შედარებით 1,157 მილიონით ზრდა). ჩვენი ამოცანა იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პირობების და მომსახურების გაუმჯობესება, პერსონალის ხელფასების კიდევ გაზრდა და ინფრასტრუქტურის განახლება. ამ ეტაპისთვის 2024 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს ხელფასი 100 ლარით მოემატება. 2024 წელს 9 საბავშვო ბაღისათვის სრულიად ახალ, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობას ვგეგმავთ,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

„განათლების სამინისტროსთან ერთად, ოზურგეთში განხორციელდება რამდენიმე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული განახლება, ხოლო აშენდება 5 ახალი საჯარო სკოლა.

2024 წლიდან ვიწყებთ ჩვენი ახალგაზრდების წახალისების და ვაფართოებთ მხარდაჭერის პროგრამას. 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად წახალისდებიან 70%-იანი გრანტის მფლობელებიც,” – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე