საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა როდის გახდა მოღალატეობა, ჩვენ შევიჭერით რუსეთის ტერიტორიაზე? – დავით კირკიტაძე “ხალხის ძალის” განცხადებას პასუხობს

“ხალხის ძალის” განცხადებას, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებაზეა საუბარი, ოპოზიციაში პასუხობენ. თავად ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა მოღალატეობა არ არის:
“საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა როდის გახდა მოღალატეობა. ჩვენ შევიჭერით რუსეთის ტერიტორიაზე? ჩვენ, ჩვენი ქვეყანა დავიცავით. “ხალხის ძალას” აქვს “ქართული ოცნებისგან” ერთი პლიუსი, ისინი რასაც ფიქრობენ იმას საუბრობენ და არ მალავენ თავიანთ პრორუსულობას,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი დავით კირკიტაძე.
“ხალხის ძალის” განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებისთვის და პოლარიზაციის დასასრულებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე