ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც თბილისში გვიან ღამით მოკლეს – “კურიერმა” საქმის ახალი დეტალები გაარკვია

ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოკლული, 43 წლის ლაშა გუჯეჯიანია, რომელიც თავდამსხმელთან მეგობრობდა.
“კურიერის” ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე თავდამსხმელმა მას შეხვედრა და საუბარი სთხოვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავდამსხმელმა ლაშა გუჯეჯიანის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ გაისროლა, ის ადგილზე დაიღუპა.
ცხედარი ამ წუთებში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა, მკვლელობაში ბრალდებული 1984 წელს დაბადებული პირი, ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის,განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი