შაიშმელაშვილი: “ხარაზიშვილსა და მის მოადგილეებს (წასვლის) განცხადება დაწერილი აქვთ”

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, შს მინისტრის პოსტიდან გომელაურის გადადგომის შემდეგ, ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერილი აქვთ.
შაიშმელაშვილის თქმით, გომელაური იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ხარაზიშვილი პატივს სცემდა და ემორჩილებოდა, ხოლო მის გარეშე ის სამინისტროსთვის ტვირთი იქნება.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ახლა შს მინისტრი, “სისტემაში არაფერი შეიცვლება”.
“ივანიშვილი ნელ-ნელა თამაშიდან გასვლას აპირებს და პროცესებს ს აბარებს, რათა ჰყავდეს ვინმე, ვისაც შეეძლება ხლები შეაწმინდოს. ადრეც მითქვამს, უამრავი ადამიანია, ვინც სიამოვნებით დატოვებდა თანამდებობას. რა თქმა უნდა, გომელაური წასვლის რეალურ მიზეზებს არ დაასახელებდა. გომელაური იქნება თუ ვინმე სხვა, ფიქრობთ სამინისტროში რამე შეიცვლება? ეს სისტემური მიდგომაა. ჩემი ინფორმაციით, ხარაზიშვილსა და მის მოადგილეებს, მის ბანდფორმირებებს, რომელიც მის ვერტიკალში არის, ყველას დაწერილი აქვს განცხადება. დაახლოებით 60-70 განცხადება არის დაწერილი. ხარაზიშვილი არცერთი დღე არ გაჩერდება შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურის გარეშე. გომელაური იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც პატივს სცემდა და ემორჩილებოდა. ჩემი მუშაობის პერიოდში, ხარაზიშვილი მინისტრის მოადგილეებს არ ემორჩილებოდა და მათ ბრძანებებს არ ასრულებდა. ხარაზიშვილი გომელაურის გარეშე უფრო მეტი ტვირთია, ვიდრე რამის გამკეთებელი. პიროვნულად არაფერს წარმოადგენს. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ბინძური და შავი საქმე უყოყმანოდ შეასრულოს, კითხვების დასმის გარეშე, თავის გუნდთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, სამინისტროში მომუშავეთაგან ზოგიერთები გომელაურის წასვლის გამო თავადაც დატოვებენ თანამდებობებს, თუმცა ისინი, ვინც წლობით მუშაობენ ამ უწყებაში – დარჩებიან.
“არიან ადამიანები, რომლებიც გაჰყვებიან გომელაურს, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც წლებია მუშაობენ, სხვადასხვა ხელმძღვანელთან ერთად და დარჩებიან. ახალი მინისტრი ვის მოიყვანს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში და ამას როგორ დააორგანიზებს, არ ვიცი და ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არაფერი შეიცვლება. ხშირად მესმის “წითელ ხაზებზე”. მეტი რა წითელი ხაზები უნდა გადაკვეთოს ხელისუფლებამ, რომ საზოგადოებამ გააანალიზოს, რა საფრთხის წინაშე ვართ”, – თქვა შაიშმელაშვილმა.
“ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს, 28 მაისს დატოვა. ინფორმაცია სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს.
პროევროპული აქციების დარბევის გამო ვახტანგ გომელაური არაერთი ქვეყნის მიერ არის სანქცირებული, მათ შორის -ის მხრიდან, მაგნიტსკის აქტის საფუძველზე. ბოლო პერიოდში მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ცნობა, რომ იგეგმებოდა გომელაურის გადაყენება და -ში ირაკლი კობახიძის გარემოცვის წევრის, მამუკა მდინარაძის დანიშვნა, რასაც პარტიაში უარყოფდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ადასტურებენ ინფორმაციას ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას“) თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა, სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმაც („ხარებამ“) დატოვეს. თუმცა ნეტგაზეთს აღნიშნული ინფორმაცია შსს-ში არ დაუდასტურეს.