ელჩების კონფერენცია გრძელდება – ამბასადორიალზე მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე კეთდება

ელჩების კონფერენცია გრძელდება. ამბასადორიალზე მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე კეთდება.
დიპლომატიური კორპუსის წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მოთმინებაზე, რომელიც მომავალ წელსაც პრიორიტეტად სახელდება.
კონფერენციის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები და სამუშაო სესიები. შეხვედრის მონაწილეები აფასებენ ქვეყნის წლევანდელ საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს და მსჯელობენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმებზე.
ამბასადორიალი გუშინ პრემიერ-მინისტრმა გახსნა და მომავალ 2024 წელს, ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი კომუნიკაცია და მჭიდრო კავშირების განვითარება სთხოვა. ამბასადორიალი ხვალ დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიფიქრეთ, გიგა ბოკერიას შევხვდებოდით, კარგად ვიყავით მასთან – ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ ბოკერიას საუბრიდან ისე გამოდიოდა, რომ კმაყოფილი იყო პროკურატურაში როგორც მაშინებდნენ და მექცეოდნენ

ვაჟა მანია „ნაცმოძრაობის რეჟიმზე“: რიყის ტერიტორიით მთავრობა იყო დაინტერესებული, უარის მიღების შემდეგ ჯონი მაჭარაშვილი იბარებს ბიზნესმენ, გელა ნიორაძეს, ქალაქის პროკურატურაში და ემუქრება მეუღლის დაჭერით და თან უხსნის, რომ თუ შენს მეუღლეს დავიჭერთ მაშინ ეს რიყის ქონება ამ საქმის მოგვარებას არ ეყოფაო

ბატონო ელჩო ერთხელ მაინც მიდით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, მოუსმინეთ ადამიანთა ისტორიებს და დარწმუნდებით, რომ თქვენი მცდელობა ამაოა, ნაციონალი მოძრაობის რეინკარნაცია არასდროს მოხდება