მთავრობა ბრიუსელის 9 დათქმის შესრულებაზე მუშაობას იწყებს – ვინ არის პასუხისმგებელი მთავრობასთან ერთად პუნქტების შესრულებაზე და ვინ აპირებს ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფებში ჩართვას

რეფორმების განხორციელების ხედვები, პასუხისმგებელი უწყებები და ვადები მთავრობის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირის პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოება, პოლარიზაციის დასრულება და პარლამენტში ოპოზიციასთან ინკლუზიური მუშაობა, საარჩევნო, სასამართლო, პროკურატურისა და იუსტიციის საბჭოს რეფორმირება, ს, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაციის მიღწევა – მომავალი წელი ამ პუნქტებზე მუშაობას უნდა დაეთმოს.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, მთავრობასთან ერთად, კიდევ ერთ პასუხისმგებელ ინსტიტუციად პარლამენტი განისაზღვრა. 9-დან 5 პუნქტზე საკანონმდებლო ორგანომ მთავრობასთან ერთად უნდა იმუშაოს, თუმცა პროცესი დახურული არ არის და, დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა ოპონენტებსაც შეუძლიათ.
ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მზად არის სამუშაო ფორმატებში ჩართვისთვის. რამდენიმე პარტია მიიჩნევს, რომ იმისთვის, რომ დოკუმენტი მათთვის მისაღები გახდეს, მსჯელობა აუცილებელია.
“ნაციონალური მოძრაობა” და მისი პოლიტიკური პარტნიორები პოზიციის ჩამოყალიბებას არ ჩქარობენ. მათი განცხადებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შარშანდელ გამოცდილებას გამოიყენებენ და პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ. “ლელოში” საკუთარი წინაპირობა აქვთ – მუშაობაში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუკი მმართველი პარტია მათ კანონპროექტებზე მუშაობას დაიწყებს.
მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმა ევროკომისიას სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გამოცხადებამდე გადაეცა. პროცესის ინკლუზიურობა რომ ოპონენტებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობაა, ამაზე საუბრობენ მმართველ პარტიაში, თუმცა, დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის ნაწილი შანსს არც ამჯერად გამოიყენებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან.
მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, სავარაუდოდ, იანვრიდან დაიწყება. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს ყველა პუნქტი შესრულებული უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ

დღეს, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა არის განსაკუთრებულად ინტენსიური, თუმცა ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას და ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს რაიმე სახის ეფექტი

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებსაც ჰქონდათ ოცნება ერთიან საქართველოზე და დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება