რატი მელაძე: უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, დაზიანდა აზოტმჟავას რეზერვუარი. ადგილობრივების ცნობით, 10კმ-ის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

“უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, დაზიანდა აზოტმჟავას რეზერვუარი. ადგილობრივების ცნობით, 10კმ-ის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
ASTRA-ს ცნობით, დღეს დილით დაიბომბა სამი საამქრო და გაზსადენი.
ტულის ოლქში მდებარე ქიმიური ქარხანა “აზოტი” აზოტოვანი სასუქებისა და ამიაკის წარმოების მოცულობით უმსხვილესია რუსეთში. ის ასევე ლიდერია სხვა სახეობის პროდუქციის წარმოებაშიც. აზოტის გვარჯილის გარდა ის აწარმოებს აზოტმჟავას, ამიაკს, არგონს, ქლორს, კაუსტიკურ სოდას, ორგანულ პლასტმასს და მეთანოლს. ქარხნის პროდუქცია გამოიყენება სამხედრო მრეწველობაში, კერძოდ საწვავისა და ფეთქებადი ნივთიერებების წარმოებაში.

გარდა ამისა, უკრაინულმა დრონებმა განმეორებით შეუტიეს ლიპეცკის ოლქში აკუმულატორების ქარხანას, რომელიც უმსხვილესია რუსეთში და ასევე თავდაცვაზე მუშაობს,” – წერს ჟურნალისტი რატი მელაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?