თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს “არმიჰოლში” გმირების შვილებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს.
გრიგოლ გიორგაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ბავშვებს, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სახელით, „ისთ ფოინთის“ ფასიანი ვაუჩერები და ტკბილეულის კალათები გადასცეს.
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლს “მაკნატუნა” დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება

„ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ

დღეს, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა არის განსაკუთრებულად ინტენსიური, თუმცა ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას და ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს რაიმე სახის ეფექტი

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებსაც ჰქონდათ ოცნება ერთიან საქართველოზე და დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება