პატრიარქ კირილის კურთხევით მარია ზახაროვამ საშობაო სიმღერა დაწერა (ვიდეო)

24 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საშობაო სიმღერის პრეზენტაცია გაიმართა. სიმღერის ტექსტის ავტორი საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაა.
ზახაროვას თქმით სიმღერის ტექსტის იდეა პირველად 3 წლის წინ მოუვიდა და პირველი სტროფები რუსეთის პატრიარქ კირილს აჩვენა და მისი კურთხევა მიიღო.
“როდესაც სიმღერის სტროფები გამომივიდა, პატრიარქ კირილს ვაჩვენე და მისგან კურთხევა მივიღე. 3 წელი დამჭირდა თანაავტორების მოსაძებნად. ბელარუს პარტნიორებთან შეხვედრაში სამოკავშირეო სახელმწიფოს მდივანი დმიტრი მეზენცევი დაგვეხმარა”. – ამბობს ზახაროვა.
სიმღერის მუსიკა ბელარუს კომპოზიტორს, ლეონიდ შირინს ეკუთვნის, კომპოზიცია მომღერალმა ქსენია გალეცკაიამ შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, ეგონა, დააკავებდნენ, რადგან დანაშაულის დღეს რიკაძე მისი სახლიდან წავიდა – რატომ არ განაცხადა პოლიციაში, პასუხი იყო, ბიჭებმა იჩხუბეს, რაც ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა და არ იცოდა, თუ გარდაცვალება მოყვებოდა

კობა კობალაძე – ვერ შევეგუებით აზრს, რომ ვიღაცის ბოდიალის გულისთვის გამოვიდეთ მკვლელები – აინტერესებდათ, საბრძოლო მოქმედებების დროს გვქონდა თუ არა შემხებლობა გიორგი ბარამიძესთან, რომელ პოზიციებში გამოირჩა სიჩაუქით და თავგანწირვით