ლაშა ბუღაძე: იმედია ვხვდებით, რომ ჩვენ “ვესწრებით” არა მხოლოდ კაფკიანურ პროცესს ზურა ჯაფარიძის (და სხვების) წინააღმდეგ, არამედ ზოგადად პოლიტიკის გაუქმების პროცესს საქართველოში

“იმედია ვხვდებით, რომ ჩვენ “ვესწრებით” არა მხოლოდ კაფკიანურ პროცესს ზურა ჯაფარიძის (და სხვების) წინააღმდეგ, არამედ ზოგადად პოლიტიკის გაუქმების პროცესს საქართველოში. როგორც ის გაქრა რუსეთში 25 წლის წინ, როგორც ის გაქრა ბელორუსში 36 წლის წინ, როგორც ის გაქრა აზერბაიჯანში 90-იანებში და ა. შ. და ა. შ. “პოლიტიკა” ჩვენს თვალწინ იქცევა ოლიგარქის ნიღბად, ფორმალურ დანამატად მისი არალეგიტიმური წყობისთვის; აბსურდად – პოლიტიკოსებისთვის და საყრდენად – ავტოკრატის ფინანსურ-ძალადობრივი სისტემისთვის. პოლიტიკოსს დაჭერას უპირებენ პოლიტიკოსად ყოფნისთვის – პოლიტიკური ოპონირებისთვის და სხვა არაფრისთვის. ვშიშობ, ბევრი ჯერაც ვერ აცნობიერებს, რა სრულდება ახლა – ამ წუთებშიც – საქართველოში” – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება