არ მგონია, რომ აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
„არ ვიცი. არ მგონია, რომ აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებები შედეგებს გამოიღებს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ქაზემ ღარიბაბადის ცნობით, ირანი აშშ-თან ბირთვული შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის წინადადებას განიხილავს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, შესაძლოა, რომში გაიმართოს.
