,,ვიცი, ნონა გაფრინდაშვილის გაკრიტიკება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა პროპაგანდისტებმა წაიღონ ციტატა და წერონ, რომ მე მორიგ “სიწმინდეს შევეხე”, მაგრამ…” – ლაშა ბუღაძე

,,ვიცი, ნონა გაფრინდაშვილის გაკრიტიკება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა პროპაგანდისტებმა წაიღონ ციტატა და წერონ, რომ მე მორიგ “სიწმინდეს შევეხე”, მაგრამ…” – ლაშა ბუღაძე
მწერალი ლაშა ბუღაძე ნონა გაფრინდაშვილის დღევანდელ გამოსვლაზე:
,,ვიცი, ნონა გაფრინდაშვილის გაკრიტიკება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა პროპაგანდისტებმა წაიღონ ციტატა და წერონ, რომ მე მორიგ “სიწმინდეს შევეხე”, მაგრამ მისი სიტყვები, რომ 9 აპრილს ხალხს თურმე გასაქცევი დაუტოვეს როდიონოვმა და კოჩეტოვმა და 26 მაისს კი – არა, სულ მცირე, უპატივცემულობაა რუსების მიერ 9 აპრილს მოკლული 21 ადამიანის ხსოვნის და ისტორიულად კი – უზნეო უსამართლობა. 2010 წლის 26 მაისი შემზარავი იყო – მთელი თავისი, ჩეკისტების მიერ ინსპირირებული “საპროტესტო” წინაპირობით და სისხლიანი რბევით ბოლოს, თუმცა ამ დღის 9 აპრილთან შედარება, ამორალურია და დანაშაულებრივიც კი. როგორც ჩანს, ქ-ნი ჭადრაკის დედოფალი 80-იანი წლების ბოლოს განსაკუთრებულ ემოციურ ბმულობას ვერ გრძნობდა ეროვნული პროცესების მიმართ და, სავარაუდოდ, როგორც საბჭოთა ელიტარული ნომენკლატურის ნაწილი, მაშინდელი ცეკას ხელმძღვანელობის გულშემატკივარი უფრო იყო, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის. ზოგადად კი, რაც წლები გადის, მით უფრო ვიაზრებ, როგორ, რისი და რატომ ეშინოდა ამ ნომენკლატურულ “ელიტას” საბჭოთა კაგებეს არქივების გახსნის. არსებითად, პუტჩიც ხომ დიდწილად ამ შიშების გამო “მოაწყვეს”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება