მიხეილ ყაველაშვილი რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება

18 მაისს, მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ვატიკანში რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტი – ლეო XIV გახდა. ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა.
ყაველაშვილი ვატიკანში აპრილის თვეშიც – პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)