მაკა ბოჭორიშვილი პიტერ სიიარტოს შეხვდა

ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის და შავი ზღვის დაკავშირებადობის ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობა, რომელიც ბუდაპეშტში 11-12 ივნისს გაიმართება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა. ამ პროცესის ხელშესაწყობად, გამოითქვა მზადყოფნა უნგრეთთან როგორც პოლიტიკურ, ისე ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეები კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარტნიორობის განმტკიცებაზე შეთანხმდნენ”, – აღინიშნება ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი