მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების თანახმად, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის ჩართულობით მიმდინარეობს მტკვრის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება.
“ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.
შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.
დამატებით, გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, ღამის საათებში დაგეგმილია ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ღამის საათებში გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან”, – აღინიშნება ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!