ისრაელის არმიამ ღაზაში ხუთი მძევლის გვამებს მიაგნო

ისრაელის არმიის განცხადებით, ღაზის სექტორში, ჰამასის გვირაბებში, აღმოაჩინეს ხუთი მძევლის, მათ შორის სამი სამხედროს გვამები. განცხადებაში წერია, რომ ჯარისკაცებმა ისრაელში დასასაფლავებლად გადაიტანეს 7 ოქტომბერს გატაცებული ხუთი მძევლის გვამები.
ს სამხედროებმა მძევლების გვამებს მიაგნეს ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, ქალაქ ჯაბალიაზე კონტროლის დაწესებისთვის მოწყობილი ოპერაციის დროს. ისრაელის არმიის მტკიცებით, ამ ოპერაციისას ასევე მიაკვლიეს გვირაბების „სტრატეგიულ ქსელს“, რომელსაც ჰამასი შტაბად იყენებდა. მას ორი დონე აქვს: ერთი ათი მეტრის და მეორე „ათეულობით მეტრის“ სიღრმეზე. იქვე აღმოჩენილია იარაღი, ინფრასტრუქტურა მისი წარმოებისთვის და საავარიო თავშესაფარი.
ჰამასის და სხვა დაჯგუფებების ხელში ამ დრომდე რჩება 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმისას გატაცებული 130 ადამიანი. დღემდე გათავისუფლებულია ასზე მეტი მძევალი, მძევლების ნაწილი სხვადასხვა ვითარებაში დაიღუპა.
24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ისრაელი “ბოლომდე აპირებს სვლას“, სანამ სრულად არ მოსპობს ჰამასს. ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ ისრაელს ამისთვის მაღალი საფასურის გადახდა უწევს. ეგვიპტემ საომარი მოქმედებების შეწყვეტის ახალი წინადადება წარმოადგინა, მძევლების გაცვლის მიზნით. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი წყაროს თანახმად, ისრაელის ხელისუფლება კატეგორიულად არ უარყოფს ამ გეგმას და მასზე მოლაპარაკება შესაძლებელია.
გეგმა მოიცავს ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას და ჰამასის 40 მძევლის (ქალები, ბავშვები და მოხუცები) გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან 120 პალესტინელი პატიმრის გაშვების სანაცვლოდ. გარდა ამისა, კაიროს გეგმების მიხედვით, უნდა შეიქმნას პალესტინის გარდამავალი მთავრობა, რომელიც გააკონტროლებს როგორც იორდანეს დასავლეთ ნაპირს, ასევე ღაზის სექტორს და გზას გაუხსნის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს.
გეგმის მესამე პუნქტი მოიცავს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, სამხედრო პერსონალის ჩათვლით ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას იმ პალესტინელი ტყვეების სანაცვლოდ, რომლებიც დაკავშირებული არიან ჰამასთან და ისლამურ ჯიჰადთან. მოსალოდნელია, რომ ამ ეტაპზე ისრაელი გაიყვანს ჯარებს ღაზის სექტორიდან და რეგიონის დევნილ მოსახლეობას დაბრუნების საშუალებას მისცემს.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი. ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 20 ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

ასევე დაგაინტერესებთ