ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა – “თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს” – მაიკ დოუნი

ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის არის რეჟიმის პატიმარი, მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე.
“თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს” – თქვა ევროპის კინოაკადემიის თავმჯდომარემ, მაიკ დოუნიმ ოფიციალურ ვიდეომიმართვაში და საერთაშორისო კინოორგანიზაციებს ჭიჭინაძის სოლიდარობისკენ მოუწოდა.
“ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს კინოინსტიტუტმა, რომელიც მუდმივად იცავს ხელოვანთა თავისუფლებასა და ხელოვნების თავისუფალ სივრცეს.
ეს აღიარება და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ხელოვანი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში დევნიან, საქართველოს დამოუკიდებელი ხელოვანებისა და ყველა სინდისის პატიმრის ხმას წარმოადგენს და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სრულიად ანდროს და სხვა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გვერდითაა!” – წერს საქართველოს კინოინსტიტუტი.
ანდრო ჭიჭიაძე 5 იანვარს დააკავეს, რეჟიმი მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსახიობს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემქურება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ