საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და მონტენეგროს კონკურენციის დაცვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და მონტენეგროს კონკურენციის დაცვის სააგენტოს პრეზიდენტმა დრაგან დამიანოვიჩმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს – კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სექტორში, ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. მათ შორის, ორმხრივ დონეზე, საკონსულტაციო და ექსპერტულ-მეთოდოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებული 24-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ