პეტერ ფიშერი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

მინდა ყველა ქართველ მეგობარს ბედნიერი ევროპის დღე ვუსურვო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. საქართველო უნდა შემოუერთდეს ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რა არის საჭირო გასაწევრიანებლად.
„ევროპა არის მეგობრობა და სოლიდარობა და ჩვენ გვსურს, დღეს ეს ვიზეიმოთ. ყველა იცის, რა უნდა გაკეთდეს გასაწევრიანებლად და იმედი მაქვს მომავალში გაკეთდება და ჩვენ ერთად ვიქნებით ერთ კავშირში“, – აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო ვარშავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც გუშინ ვარშავაში გაიმართა და რომელზედაც მიწვეულები იყვნენ ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, ელჩმა უპასუხა :
„იმიტომ, რომ გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს“.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო სწორ გზას დაუბრუნდება.
„იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას. იმედი გვაქვს, თუმცა ეს საქართველოზეა დამოკიდებული. და რა არის საქართველო? საქართველო არის ქართველი ხალხი და ევროკავშირში გაწევრიანებისას არა მხოლოდ მთავრობა წევრიანდება, არა მხოლოდ პარლამენტი წევრიანდება, არა მხოლოდ ბიზნეს სექტორი, არამედ ყველა. ასე რომ, გასაწევრიანებლად საჭიროა დიდი ეროვნული ძალისხმევა. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება