ესტონეთის მთავრობამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო.
ესტონეთს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადების თანახმად, ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ საკუთარ კანონმდებლობაში უნდა განახორციელოს.
„დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის მიღების მოთხოვნის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რიგითი ადამიანების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობას და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირში ასევე განიხილება ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა.
ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მარტსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 83 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
პირველი არხი
