ედგარს რინკევიჩი ალექსანდრ ვუჩიჩისთვის ლატვიის საჰაერო სივრცის დახურვაზე – ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო

სერბეთის ლიდერისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩისთვის ლატვიის ცის დახურვის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს ის, ვინც მიიღო“, – აღნიშნა ედგარს რინკევიჩმა.
ცნობისთვის, გუშინ სერბულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიეტუვისა და ლატვიის ხელისუფლებებმა უარი განაცხადეს მოსკოვში მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავისთვის მათი საჰაერო სივრცის გავლით ფრენის ნებართვის გაცემაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია