მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც პრეცედენტი შექმნა – 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, ამბობს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მის მიმართ “დამოკიდებულებები შეიცვალა”.
ფორმულას ეთერში, გადაცემაში ხალხთან ერთად მან თქვა, რომ “იყო და ახლაც არის და გრძელდება გარკვეული სახის მისთვის არასასიამოვნო მომენტები”.
“მე მოკლედ ვიტყვი და ამას არ განვავრცობ, ჩემთვის მიუღებელია გარკვეული დროის შემდგომ, ან გარკვეული პირობების დადგომისას გარკვეულ საკითხებზე ლაპარაკი, მით უფრო, საჯაროდ საუბარი – რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ დამოკიდებულებები შეიცვალა, არის გარკვეული სახის, იყო და ახლაც შეიძლება არის და გრძელდება გარკვეული სახის, ჩემთვის არასასიამოვნო მომენტები”, – თქვა მან.
