ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. ძლიერი ქარის გამო, ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ აბონენტების ნაწილს, დენი სრულად აღუდგა.
მოგლეჯილი ხეებისგან გაწმენდილია შიდა და ცენტრალური გზები. რაც შეეხება სახურავების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას, რომელთა რაოდენობა 50 ოჯახს აჭარბებს, კომისიამ ყველა დაზარალებული უკვე აღწერა და შენობების გადახურვის სამუშაოები, უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“