რეჟიმმა პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

რეჟიმმა საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის წარმომადგენლები შესავალი სიტყვით გამოვიდნენ. ამასთან, სხდომაზე გადაისინჯა სინდისის პატიმრებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ დაკავებულებიც.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.