„არქლაინი“ –ალუმინის კარ-ფანჯრების და შემინვითი სისტემების წარმატებული ექსპორტი აშშ-ში

ქართულმა კომპანიამ „არქლაინ ენჯინიერინგმა“ წარმატებით შეაღწია ამერიკის ბაზარზე, სადაც ახდენს საკუთარი პროდუქციის ექსპორტს, მათ შორის: ალუმინის კარ-ფანჯრებს, ვიტრაჟებს, სლაიდურ სისტემებსა და ფასადურ კონსტრუქციებს.
როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი მარიამ ჯაფარიძე აცხადებს, „არქლაინის“ პროდუქცია გამოიყენება საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებში ისეთ შტატებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, ფლორიდა და ჯორჯია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს დასავლეთ სანაპიროს მიმართულებითაც – მათ შორის კალიფორნიასთან და ტეხასთან.
„მნიშვნელოვანია, რომ ქართული ინდუსტრია გლობალურად კონკურენტუნარიანი გახდეს. ჩვენი ექსპორტი არამხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, არამედ ავითარებს ადგილობრივ წარმოებას და ამტკიცებს, რომ საქართველოში შესაძლებელია ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოება,“ – აღნიშნავს მარიამ ჯაფარიძე.
„არქლაინის“ პროდუქცია მოიცავს: