რას საქმიანობს Aimbridge Hospitality, რომელიც Wyndham Grand Residence-ის პროექტს უხელმძღვანელებს

Aimbridge Hospitality მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სასტუმრო ოპერატორია, რომლის პორტფოლიოც 24 ქვეყნის 1200-ზე მეტ განთავსების ობიექტსა და 170 ათასზე მეტ სასტუმრო ოთახს აერთიანებს. საქართველოში Aimbridge-ის პარტნიორი “ალიანს ჯგუფია”. ორივე კომპანია კიდევ ერთ საერთაშორისო ბრენდ Wyndham Hotels & Resorts-თან ერთად Wyndham Grand Residence-ს გახსნის.
პროექტსა და კომპანიის საქმიანონაზე BMGTV-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში”, Aimbridge Hospitality EMEA-ს რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა არმინ ებერჰარდმა ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, სტუმარმასპინძლობის სექტორში კომპანიის ისტორია 1960-იანი წლებიდან, შეერთებულ შტატებში Interstate Hotels Resort-ს დაარსებით იწყება, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ერთ მოტელს მოიცავდა პენსილვანიაში. თუმცა კომპანია შემდეგ გაფართოვდა და -ში Howard Johnson Hotels-ის მართვაც დაიწყო, 1970-იანი წლებიდან კი გრძელვადიანი პარტნიორობა გააფორმა Marriott-თან, ამ ათწლეულის დასრულების შემდეგ კომპანია შეერთებული შტატების მასშტაბით 25 სასტუმროს აერთიანებდა და დაწყებული ჰქოდა საქმიანობის დივერსიფიკაცია პროექტების მენეჯმენტის და დიზაინის მიმართულებით.