თბილისში ახალი საცხოვრებელი სახლები 1 წელში კიდევ 11.5%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსმა (RPPI) 2.2 %-ით მოიმატა, ხოლო წლიურად 11.5%-ით. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57.6%-ით არის გაზრდილი.
საქსტატი აღნიშნავს, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს – როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი ბინების სეგმენტში ფასები 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში – 1.8%-ით. 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბინებზე 10.9%-ით ხოლო კერძო სახლებზე 13.5%-ით არის ფასები მომატებული.
წინა წლების მსგავსად, ფასები ყველაზე მაღალი კვლავ მთაწმინდასა და ვაკეშია.
წყარო: “ტაბულა”