დონალდ ტრამპი – შესაძლოა პუტინს არ სურს ომის შეჩერება და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით?

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი New York Times-ს აკრიტიკებს სტატიის გამო, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, მათ შორის, ყირიმი.
“რატომ არ ამბობს ეს არასერიოზული რეპორტიორი, რომ სწორედ ობამამ გახადა შესაძლებელი რუსეთისთვის ყირიმის უკრაინისგან მოპარვა ერთი გასროლის გარეშეც კი? გაუკრიტიკებია ოდესმე ბეიკერს ობამას მიერ ყირიმის გაცემა? არა, ერთხელაც არა, მხოლოდ ტრამპი, მე ამ სულელურ ომთან არაფერი მქონია საერთო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკრაინას ჯაველინები გადავეცი, ობამამ კი – თეთრეული. ეს მძინარე ჯო ბაიდენის ომია და არა ჩემი. ეს პირველივე დღიდან წაგებული იყო და არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, იმ დროს პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი“, – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, ცდილობს ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოასწოროს.
„უბრალოდ ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოვასწორო. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას არ სურს ომის შეჩერება, ის უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!!!“- წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა