საქართველო ცირკულარული ეკონომიკის დანერგვაში უნგრეთის გამოცდილებას გაიზიარებს – მინისტრი სონღულაშვილი

მინისტრმა ხაზი გაუსვა წყლის მართვის სისტემის მოწყობის და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის მიმართულებებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარების საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ევრორეგულაციების პრაქტიკული განხორციელებისთვის.
„საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი. კანონი ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის პრინციპებს ემყარება და ევროკავშირის წყლის კანონმდებლობის მოთხოვნებს შეესაბამება. ვცდილობთ, შევქმნათ ძლიერი წყლის მართვის სისტემა, რაც წყლის რესურსების ეფექტურად და მდგრადად გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს. უნგრეთის გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვის ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივისა და შესაბამისი დირექტივების პრაქტიკული განხორციელების კუთხით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.