2025 წლის იანვარ-მარტში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 396 628 ლარი შეადგინა
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 396 628 ლარი შეადგინა. ჯარიმების მოცულობა 55%-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის პირველ სამ თვეში 888 305 ლარის ჯარიმა გამოიწერა.
2025 წლის პირველ სამ თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალიც. მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-მარტში ბიუჯეტში 69 197 494 ლარი შევიდა. 2024 წლის იგივე პერიოდში კი 92 246 803 ლარი.
თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, 40 ლარიანი საურავი ეკისრება.
