აბაშის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 6,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
მოწესრიგებული სამელიორაციო არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს მაისში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 12 395 ჰექტარი მიწის ფართობი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.