გასტროენტეროლოგი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გიგა სორდია ამბობს, რომ ნახევარფაბრიკატების უსაფრთხოება არამარტო მწარმოებელსა და რეალიზატორზეა დამოკიდებული, არამედ გამოყენებული პროდუქტების, მათ შორის ხორცის ხარისხზე. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ნახევარფაბრიკატების წარმოებისა და პროდუქტის უვნებლობაზე საუბრისას განაცხადა.
