შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ – police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს
კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო – განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე.
ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ