გორის ხელოვნების სახლის განცხადებით, მათი შენობის ფასადზე დაკიდებული ევროკავშირის დროშის დაწვა უცნობმა პირებმა სცადეს.
“21 აპრილს, 21:00 საათზე, უცნობმა პირებმა ხელოვნების სახლის ფასადზე განთავსებულ ევროკავშირის დროშას აალებადი სითხე შეასხეს და დაწვა სცადეს.
შენობაში ორგანიზაციის გუნდის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია მოვიდა და გამოძიება მიმდინარეობს. სიახლეებს შეგატყობინებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
