სან–სებასტიანი (ესპანეთი) შეიძლება გახდეს ისტორიაში პირველი ქალაქი, რომელიც ნებაყოფლობით იტყვის უარს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობაზე – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა FIFA-ს ოფიციალური პროტესტი გაუგზავნეს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების სიაში ქალაქის შეყვანის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად ესპანეთის 11 ქალაქს შორის სან სებასტიანი შეირჩა, მოსახლეობა განგაშის ზარს სცემს: მათ მიაჩნიათ, რომ ტურნირი ტურისტების შემოდინების ისედაც სერიოზულ პრობლემებს მხოლოდ გააუარესებს.
