საქართველოს სადაზღვევო ბაზრის გამორჩეულად სტაბილურმა ლიდერმა, სადაზღვევო კომპანია არდიმ და თურქეთის წამყვანმა ჯანდაცვის პროვაიდერმა- Liv Hospital Group-მა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
პარტნიორობის მიზანი ,,არდის“ დაზღვეული მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის ამაღლება და სადაზღვევო დაფარვის გაფართოებაა.
„არდის“ გენერალური დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის ინფორმაციით, Liv Hospital Group-თან თანამშრომლობა მათი ხარისხის სტანდარტის ნაწილია. სადაზღვევო კომპანიას იმედი აქვს, რომ ახალი პროვაიდერი დაზღვეულების მოლოდინებს სრულად გაამათლებს.
,,ჩვენი პარტნიორობა Liv Hospital კიდევ ერთი ნაბიჯია, რათა “ არდის” სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. Liv Hospital ჩვენს გუნდს ახლახან შემოუერთდა და იმედი გვაქვს, რომ მათი სერვისები ჩვენს მომხმარებლებს დაეხმარება, რათა უფრო მეტი არჩევანი ჰქონდეთ თავიანთი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ Liv Hospital თანამშრომლობა პასუხობს “არდის” ხარისხის სტანდარტს, მათთან ურთიერთობა ჩვენთვის გარანტია, რომ დაზღვეულების მოლოდონები ბოლომდე გამართლებული იქნება. ,,არდი” მუდმივად მუშაობს, რომ საზღვარგარეთ ჩვენი მომხმარებლებისთვის სერვისის დაფარვა გაფართოვდეს. რაც უფრო ფართოა არჩევანის შესაძლებლობა, უფრო კარგია მათთვის მიწოდებული სერვისის ხარისხი”,- აღნიშნა ჯაფარიძემ ,,კომერსანტთან” ინტერვიუში.
Liv Hospital თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ჯანდაცვის პროვაიდერია, რომელიც მომხმარებლებს მულტიდისციპლინურ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს. ჰოსპიტალი ცნობილია ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიებით, საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო პერსონალით და პერსონალიზებული პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით. ამ დროისთვის Liv Hospital აერთიანებს
6 ჰოსპიტალს თურქეთში და 4 წარმომადგენლობას საზღვარგარეთ (ბაქო, ბუდაპეშტი, ლონდონი, დუბაი).
რაც შეეხება “არდისთან” გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს, ,,არდის” დაზღვეულები ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ, კერძოდ:
· 30%-იანი ფასდაკლება ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე;
· სპეციალური ტარიფები PET-CT სკანირებისა და ონლაინ კონსულტაციების სერვისებზე Healthverse Panoramic WEB პლატფორმის საშუალებით (რეალურ დროში ვირტუალური ტურის პლატფორმა, რომელიც დაგაკავშირებთ Liv Hospital-ის ექიმებთან, კაბინეტებთან, პალატებთან);
· 50%-იანი ფასდაკლება Liv Gold სკრინინგ პაკეტებზე (მამაკაცებისა და ქალებისთვის) 2025 წლის 31 დეკემბრამდე;
· რობოტული ქირურგიის დამატებითი საფასურის გაუქმება, რის შედეგადაც ამ მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიით ჩატარებული ოპერაციის ღირებულება გაუტოლდება ლაპარასკოპიული ოპერაციის ღირებულებას, რაც უპრეცენდტო შეთავაზებას წარმოადგენს.
· უფასო VIP ტრანსფერი აეროპორტსა, სასტუმროსა და საავადმყოფოს შორის.
