PSP მომხმარებელს მუდმივად ინოვაციური პროექტებითა და სასარგებლო სიახლეებით ანებივრებს. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ დანერგა პირველი ლოქერი ფარმაციაში და ონლაინ მომხმარებლებს შოპინგის ახალი, კომფორტული მომსახურება შესთავაზა. მომხმარებლების დიდი დაინტერესებას კომპანია მრავალფეროვანი წამახალისებელი აქციებით ეხმაურება.
დღეიდან, 22 აპრილიდან, ლოქერით მოსარგებლე მომხმარებელს 50 ლარიან შენაძენზე ლოქერში შეკვეთასთან ერთად, PSP-ს საჩუქარი დახვდება. საჩუქრების მარაგის ამოწურვის შემდეგ კონკრეტულად Sebamed-ის პროდუქტების შეძენისას გერმანული ბრენდის სასაჩუქრე ნაკრებით გაგრძელდება.
პირველი PSP-ლოქერი ფარმაციაში არის თანამედროვე თვითმომსახურების სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეკვეთილი პროდუქცია აფთიაქში შესვლისა და რიგში დგომის გარეშე მიიღოს.
ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი არ სჭირდებათ; www.psp.ge საიტზე ან PSP აპლიკაციით შეკვეთილ პროდუქტებს მომხმარებელი სასურველ დროს, რიგის და ფარმაცევტთან კონტაქტის გარეშე იღებს და PSP ლოქერით უფასოდ სარგებლობს. ლოქერით მოსარგებლე ონლაინ მომხმარებელი SMS-ის სახით მიღებული ბარკოდით არა მხოლოდ შეკვეთილ პროდუქტებს, ახლა უკვე საჩუქრებსაც მიიღებს.
