გერმანიაში ჩამდინარე წყლებიდან საზღვაო საწვავის ექსპერიმენტული წარმოება დაიწყეს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
დანადგარი მუშაობს მანჰეიმში ჩამდინარე წყლების გამწმენდ ქარხანაში და აწარმოებს მეთანოლს, თხევად საწვავს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გემებისთვის ტრადიციული საწვავის ნაცვლად.
თავდაპირველად ჩამდინარე წყლებიდან ბიო გაზი, შემდეგ იგი გარდაიქმნება მეთანოლად ელექტროენერგიის გამოყენებით. მთელი პროცესი ხდება ერთ დანადგარში.
