დონალდ ტრამპი – იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმების მიღწევას მიმდინარე კვირაში შეძლებენ.
„იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, ამის შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გამდიდრდება.
„შემდეგ ორივე დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც აყვავებულია, და გამდიდრდებიან“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნადიმ ხმალაძე: პუტინი შეურაცხადია, ის ომს არ დაასრულებს რადგან თუ ეს გააკეთა საკუთარ თავსაც დაასრულებს. და კიდევ, პუტინს არც უკრაინა და დონბას-ყირიმი სჭირდება . ის დასავლეთს და ამერიკას აჩვენებს ძალას

პაპუაშვილი: ბუბა კიკაბიძე პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი გახლდათ, მაგრამ, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ჩვენთვის მისი გადაწყვეტილება, რომ დიქტატორი სააკაშვილის პირველი ნომერი ყოფილიყო, მე მგონი, თქვენ არ გახსოვთ ერთი სიტყვაც კი…