“ლელობურთზე” „ურსას“ კონცერტში ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაიხარჯება – ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ „ურსას“ კონცერტისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 2025 წლის 14 აპრილს მიიღო.
ირკვევა, რომ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება თანხას ინდივიდუალურ მეწარმე მანანა ნასიძეს გადაუხდის, რომელმაც 20 აპრილს ჯგუფი „ურსა“-ს სოლო კონცერტის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
„მუსიკოს შემსრულებელსა და კომპანიას [ამ შემთხვევაში მანანა ნასიძეს] შორის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხი საჭიროებისამებრ დარეგულირდეს დამატებითი, კონფიდენციალური ხელშეკრულების საფუძველზე.
შეთანხმების ყველა პირობა არის კონფიდენციალური, მხარეები ვალდებული არიან არ გაახმაურონ მისი პირობები და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში ან მასთან დაკავშირებით”, – წერია შეთანხმებაში.
